საქართველოში ამერიკის ელჩი იან კელი „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორ ნიკა
გვარამიაზე თავდასხმას ეხმაურება.
როგორც კელი აღნიშნავს, ფაქტმა დიპლომატიური კორპუსი შეაშფოთა და დასძენს, რომ პროცესს აქტიურად დააკვირდებიან.
"ჩვენ ძალიან შევწუხდით იმ ამბის გამო, რომ ბატონ გვარამიას შეურაცხყოფა მიაყენეს. მივესალმებით იმას, რომ მთავრობამ დაიწყო გამოძიება, რადგან პიროვნება საყოველთაოდ ცნობილია, არსებობს ვიდეოც. ამ ფაქტმა ჩვენ ძალიან შეგვაშფოთა, ამიტომ, ამ პროცესს ყურადღებით დავაკვირდებით," - აცხადებს იან კელი.
შეგახსენებთ, რომ გვარამიას თავს ორი დღის წინ დაესხნენ. შემთხვევაზე 1 პირი დააკავეს.

















