ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ცემაში ბრალდებული რატი გაჩეჩილაძე
დაკავებულია.
ის ამჟამად ქალაქის სამმართველოში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
რატი გაჩეჩილაძე აღიარებს, რომ ნიკა გვარამიაზე თავდასხმა მან განახორციელა.
„რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს თავს ერთ-ერთ კაფეში წუხელ დაესხნენ.
ცემის შემდეგ მას ქალა-ტვინის დახურული ტრამვა, ტვინის შერყევა და სხეულის რბილი ქსოვილების დაზიანება დაუდგინდა.

















