ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას უცნობმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა
მიაყენეს.
შემთხვევა დღეს საღამოს, ფალიაშვილის ქუჩაზე მოხდა.
ერთ-ერთ კაფეში მყოფ ნიკა გვარამიას თავს ორი პირი დაესხა. არსებული ინფორმაციით, მათ „რუსთავი2“-ის გენერალურ დირექტორს თავის არეში ბლაგვი საგნით დარტყმა მიაყენეს, რის შედეგადაც გვარამიამ გონება დაკარგა.
ამ დროისთვის მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
როგორც თავად გვარამიამ განაცხადა, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ მასზე თავდამსხმელებს სათანდო სასჯელი მიეზღოთ.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება უკვე დაიწყო.

















