დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა საპატიმროდან გათავისუფლდა.
მას სასჯელაღსულების მე-9 დაწესებულება რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
უგულავას გათავისუფლება მას შემდეგ მოხდა, რაც სააპელაციო სასამართლომ „თბილსერვისჯგუფის“ საქმეზე მისთვის სასჯელის სახედ საპატიმრო ვადა 1 წლითა და 22 დღით განსაზღვრა.
უგულავას პატიმრობის ვადა ზეგ ეწურებოდა, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ხვალ და ზეგ არასამუშაო დღეებია, უგულავა დღეს გათავისუფლდა.
მას საპატიმროსთან ოჯახის წევრები და „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები დახვდნენ.

















