სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ პენიტენციურ
დაწესებულებებში ბრალდებულების/მსჯავრდებულებისთვის, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღება მიმდინარეობს.
„კანონით დადგენილი წესით, ამანათების შეგზავნა დაწესებულებებში დღეს, დღის ბოლომდე და ხვალ, 7 იანვარს 14:00 საათამდეა შესაძლებელი.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უზრუნველყოფს ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას“-განმარტავენ სამინისტროში.

















