80 წლამდე ასაკის მოხუცი ხანძრის შედეგად დაიწვა. შემთხვევა გურჯაანში, მის საკუთარ
სახლში მოხდა.
ცეცხლი ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა შენიშნეს.
ხანძარი, სავარაუდოდ, მოძველებულმა ელექტროსადენებმა გამოიწვია.
„5-ის ნახევარი იყო გამოვედით და სახლს უკვე კარგად ჰქონდა მოკიდებული ცეცხლი. მეხანძრეებმა ჩააქრეს. ამდგარა, გაუგია, ფანჯარასთან მოსულა და იქ იპოვეს ცხედარი“-განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა.

















