logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ივანიშვილს ჯარიმასთან დაკავშირებით აღსრულების ეროვნულ ბიუროს სასამართლო მიმართავს
ივანიშვილს ჯარიმასთან დაკავშირებით აღსრულების ეროვნულ ბიუროს სასამართლო მიმართავს
15:05 19.06.2012
საქართველოს კონტროლის პალატის გათვლებით, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ჯარიმის გადახდის ვადა დღეს, 19 ივნისს ეწურება.

როგორც „ნიუსპრესს“ კონტროლის პალატაში განუცხადეს, საქალაქო სასამართლოს დადგენილება ოფიციალურად 12 ივნისს არის გამოქვეყნებული, რომლის მიხედვითაც ივანიშვილმა ჯარიმა ერთი კვირის ვადაში უნდა გადაიხადოს.

კონტროლის პალატის პრესსამსახურის ცნობით, ვადის ამოწურვის შემდეგ აღსრულების ეროვნულ ბიუროს კონტროლის პალატის მოთხოვნით, სასამართლო მიმართავს.

„ჩვენი გათვლებით, ბიძინა ივანიშვილის ჯარიმის გადახდის ვადა დღეს იწურება, თუმცა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, კომპეტენცია სასამართლოსთვისაა გადაცემული და სასამართლო მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს“- განუცხადეს „ნიუსპრესს“ კონტროლის პალატაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებითა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილს 74 325 065 ლარის ჯარიმა ეკისრება. ივანიშვილის ჯარიმის გადახდას არ აპირებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილს კონტროლის პალატის 2 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე ჯამში 148 650 131 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
პირველ შემთხვევაში, საქმე ეხებოდა მოსახლეობისთვის სატელიტური ანტენების დარიგებას. სასამართლომ ივანიშვილი წინასაარჩევნოდ, პოლიტიკური მიზნით, ამომრჩევლისთვის ,,გლობალ ტვ“-ს სატელიტური ანტენების უსასყიდლოდ გადაცემაში დაადანაშაულა.
მეორე შემთხვევაში კი, სასამართლომ განმარტა, რომ ივანიშვილმა საკუთარი მატერიალური სახსრებით პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის მისი კუთვნილი კომპანიების ,,ბურჯისა” და ,,ელიტა ბურჯის” სახელზე 239 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება დაარეგისტრირა, რომელთა გამოყენებითაც პოლიტიკურ გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მომსახურებას, ფაქტობრივად, უსასყიდლოდ უწევდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ივანიშვილის ადვოკატებმა ალექსანდრე ბარამიძემ და შალვა თადუმაძემ სააპელაციო სასამართლოში გაასჩივრეს.
სააპელაციო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილს დაკისრებული ჯარიმა თითქმის გაუნახევრა და 74 325 065 ლარამდე შეუმცირა.
ადვოკატები საქმის გასაჩივრებას სტრასბურგის სასამართლოში გეგმავენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა