25 წლის ცოლმა ქმარი ნაჯახით მოკლა. შემთხვევა მარნეულის რაიონში მოხდა.
შემთხვევის სავარაუდო მიზეზად ოჯახური კონფლიქტი სახელდება.
33 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა.
მათ სამი არასრულწლოვანი შვილი დარჩათ.
„ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. როგორც ამბობენ, სასიკვდილო ჭრილობები ნაჯახით მიაყენეს. ბიჭი რუსეთიდან ახალი ჩამოსული იყო. ვერ ვხვდები რის გამო გაიმეტა ასე“-განაცხადა მეზობელმა.

















