მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ჟურნალისტის შესაძლო ცემის საქმეს გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, უწყება და თავად გიორგი გასვიანთან შესახვედრად და გამოძიების დეტალებზე სასაუბროდ მზადაა.
აღნიშნულის შესახებ შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელთაგან ერთ-ერთი თავად დაზარალებული გასვიანი იყო.
„შეგხვდებით. გექნებათ საქმის მასალებთან სრული წვდომა. გექნებათ სრული ინფორმაცია თითოეულ იმ მოქმედებაზე, რასაც ჩვენ ვატარებთ და მომავალში ვაპირებთ რომ გავატაროთ. ამ ეტაპზე დეტალებზე საჯარო საუბრისგან თავს შევიკავებ, რადგან შეიძლება, დაზარალდეს გამოძიების ინტერესები. შესაბამისად, მე, ზედამხედველი პროკურორები და გამომძიებლები მზად ვართ თქვენთან შესახვედრად და მტკიცებულებათა და გამოძიების შედეგების გასაცნობად“-განუცხადა შოთაძემ ჟურნალისტს.

















