logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
მაია ფანჯიკიძე- „ქართულ ოცნებას“ ინფორმაციის მოსაპოვებლად არავის მოსყიდვა არ სჭირდება
მაია ფანჯიკიძე- „ქართულ ოცნებას“ ინფორმაციის მოსაპოვებლად არავის მოსყიდვა არ სჭირდება
12:39 18.06.2012
„ქართულ ოცნებას“ ინფორმაციის მოსაპოვებლად არავის მოსყიდვა და ბინძურ საქმეში გარევა არ სჭირდება. ამის შესახებ დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, კოალიციას იმაზე მეტი ინფორმაცია აქვს, ვიდრე საჭიროა და მას ძალიან ხშირად ხელისუფლების წარმომადგენლები აწვდიან.
ფანჯიკიძემ ხელისუფლების მიერ მოგონილი უწოდა გუშინ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებას კოალიციის წევრის ირაკლი სესიაშვილისა და მისი მეგობრის შესახებ და აღნიშნა, რომ მოსახლეობას მსგავსი რამ ხელისუფლებამ უკვე მრავალჯერ აჩვენა.
„საქმე გვაქვს ხელისუფლების მხრიდან ნაცნობ ქმედებასთან, რასაც ბოლო თვეებში შევსწრებივართ. ყველაფერი, რაც გუშინ მოისმინეთ შეთითხნილი საქმეა, რომელიც ყურადღების გადასატანად ხელსაყრელ ვითარებას - „ქართული ოცნების“ გურიის გრანდიოზული აქციის მზადებას დაამთხვიეს“ - განაცხადა ფანჯიკიძემ და საზოგადოებას მოუწოდა მსგავს ინფორმაციას არ ენდოს.
შსს-მ პოლიციელის მოსყიდვის ფაქტზე, გუშინ ზაზა ჭელიძე დააკავა. სამინისტროს ინფორმაციით,  ჭელიძე, იგოეთის პოლიციის თანამშრომლის ლაშა კურტანიძის მოსყიდვაშია ეჭვმიტანილი.
გამოძიების ინფორმაციით, კურტანიძეს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ სამინისტროს თანამშრომლები ფარულად უნდა გადაეღო.
„მოხდა შეხვედრების სიმულირება, რომლის შედეგად, ფარული ჩანაწერის მოპოვება-გადაცემის ფაქტი დადასტურა. კურტანიძეს მოპოვებული მტკიცებულებები წარუდგინეს. მან დანაშაული აღიარა და მისი შემკვეთის - ზაზა ჭელიძის ფარული ჩაწერა მოახერხა “ - განაცხადა შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა. მისი თქმით, კურტანიძემ მოგვიანებით შეთანხმების პირობები დაარღვია და მიიმალა. ჭელიძე დაკავებულია. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ აღიარებითი ჩვენებების ვიდეომასაც გაავრცელა, სადაც ჭელიძე ამბობს, რომ მოპოვებული ჩანაწერი მან ირაკლი სესიაშვილს გადასცა და სესიაშვილისგან კი, კურტანიძისთვის გადასაცემად კონვერტი მიიღო.
ამასთან, დღეს გამართულ ბრიფინგზე მაია ფანჯიკიძემ განმარტა, რომ ზაზა ჭელიძე კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი არ არის და იგი კოალიციის წარმომადგენლის ირაკლი სესიაშვილის მეგობარია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა