ესპანელმა სამართალდამცავებმა 13 ქართველისგან შემდგარი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს, მათ შორის 4 ქალია.
უცხოური მედიის ცნობით, ისინი ბინების ძარცვის ბრალდებით არიან დაკავებული. 8 მათგანი უკვე ციხეშია გადაყვანილი.
პოლიცია ვარაუდობს, რომ ისინი უფრო დიდი დანაშაულებრივი ჯგუფის ნაწილს წარმოადგენენ. საუბარია, ესპანეთში რამდენიმე თვის წინ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე, რომლის დროსაც ბარსელონასა და რამდენიმე ქალაქში 50-მდე ადამიანი დააკავეს.

















