„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" განუკურნებელი დაავადებების მქონე პატიმრებისთვის სასჯელის გადავადებას მოითხოვს.
აღნიშნული მოთხოვნით ქდმ სასჯელაღსრულების სამინისტროს მიმართავს.
„ქრიასტიან-დემოკრატიული“ მოძრაობის წევრის თამაზ ბაკურიძის განცხადებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კანონით გათვალისწინებული 37-ე მუხლი, რომელიც განუკურნებელი სენით დაავადებული პატიმრების სასჯელის გადავადებას ითვალისწინებს, არ მოქმედებს.
მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ საპატიმროებში ასეთი 2000-ზე მეტი პირი იხდის სასჯელს, ამიტომ აუცილებელია დაიწყოს განუკურნებელი დაავადებების მქონე პატიმრებისთვის სასჯელის გადავადება და შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც ამ პროცესს გააკონტროლებს.
„ჩვენ ვთხოვთ ხელისუფლებას - დაავალოს კალმახელიძის უწყებას,რომ აამოქმედოს კანონით გათვალისწინებული სასჯელის გადავადება, რაც ხელს შეუწყობს სიკვდილიანობის შემცირებას, მეორე მოთხოვნაა დაწესდეს მონიტორინგი თუ როგორ განხორციელდება სასჯელის გადავადება ქართულ ციხეებში“ - განაცხადა თამაზ ბაკურიძემ და დასძინა, რომ ოფიციალური მონაცემებით, სასჯელაღსრულების უწყებაში კალმახელიძის მინისტრად მოსვლის შემდეგ, ქართულ ციხეებში სიკვდილიანობა გაიზარდა.

















