საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, დიდი
ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (წონა 1029,85 გრ.) აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 58,464.6 ლარი შეადგინა, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს გადაეცა,
არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების (წონა151.3 გრ.) ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის კიდევ ერთი ფაქტი 28 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, გამოვლინდა. აღმოჩენილი საქონლის საბაჟო ღირებულებამ 8,483.8 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 8483.8 ლარის ოდენობით დაეკისრა.

















