logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
კახა კახიშვილი: 14-დან 21 წლამდე ასაკის მსჯავრდებულთათვის ცალკე დაწესებულება აშენდება
კახა კახიშვილი: 14-დან 21 წლამდე ასაკის მსჯავრდებულთათვის ცალკე დაწესებულება აშენდება
17:20 24.11.2016
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა საქართველოს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საპროცედურო საკითხთა და წესების, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სასჯელაღსრულების უწყების სამომავლო გეგმებსა და უკვე გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა.

კახა კახიშვილის განცხადებით, დღეს პენიტენციური სისტემის მიზანი მხოლოდ მსჯავრებულის იზოლაცია არ არის და უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი პატიმართა რესოციალიზაციაა. მისი თქმით, პრიორიტეტი ერთის მხრივ, ადამიანის უფლებათა დაცვა, ხოლო მეორეს მხრივ, სარეჟიმო პირობების უზრუნველყოფაა. სწორედ ამ მიზნით, გასული ოთხი წლის განმავლობაში, 40-მდე კანონში შევიდა ცვლილებება და მიღებულ იქნა ერთი თვისობრივად ახალი კანონი.

მინისტრობის კანდიდატმა გამოსვლისას ძირითადი ყურადღება უწყებაში მსჯავრდებულთა დასაქმების მიზნით განხორციელებულ პროექტებს, პატიმართა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების, რესოციალიზაციის პროგრამების, არასაპატიმრო სასჯელთა განვითარებისა და მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაციის საკითხებს დაუთმო.

მან განსაკუთრებით აღნიშნა, სახალხო დამცველისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლების მინიჭების საკითხი, რაც უპრეცედენტო სიახლეს წარმოადგენს.

„დასრულდა დრო, როდესაც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის იზოლაციისთვის გამოიყენებოდა. გასული 4 წლის მანძილზე სხვადასხვა, მრავალფეროვანი სარეაბილიტაციო პროგრამა შევიმუშავეთ. დაწესებულებებში შესაძლებელია პროფესიული განათლების მიღება და მსჯავრდებულთა დასაქმება. გვაქვს შესაძლებლობა ხელშეკრულებით პატიმრები დავასაქმოთ მცირე სარემონტო სამუშაოებზე, რაშიც ანაზღაურებას მიიღებენ. ავამოქმედეთ სპეციალური ონლაინ მაღაზია, სადაც მსჯავრდებულების მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში დამზადებული ნივთები იყიდება. რეალიზაციიდან მიღებული თანხა კი, პირდაპირ მათ ანგარიშზე ირიცხება“ - განაცხადა კახა კახიშვილმა.

მინისტრობის კანდიდატმა იმ სიახლეებზე გაამახვილა ყურადღება, რომლის დანერგვას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიღების შემდეგ გეგმავს. ცვლილებები მთავრობის წინაშე უკვე ინიცირებულია და ახლო მომავალში მას პარლამენტი განიხილავს.

კახა კახიშვილის თქმით, აღნიშნული პაკეტი სასჯელის აღსრულების სფეროში მრავალი ნოვაციის დანერგვას ითვალისწინებს, რომელიც სხვადასხვა საკითხებს შეეხება, ესენია - უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა მსჯავრდებულთათვის; არასაპატიმრო სასჯელის სახის - შინაპატიმრობის დანერგვა სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის; ადმინისტრაციული პატიმრობის ვადების შემცირება; პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ მსჯვარდებულთა გათავისუფლების მექანიზმების ცვლილება და სხვა.

გარდა ამისა, საკანონმდებლო პაკეტი მსჯავრდებული ქალბატონებისთვის მნიშვნელოვან სიახლეს ითვალისწინებს, კონკრეტულად, პატიმარ ქალს, რომელიც დაწესებულებაში მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფება, 3 წლის მიღწევის გამო დაწესებულებიდან ბავშვის გაყვანის შემდეგ, შესაძლებლობა მიეცემა ერთი წლის განმავლობაში, უქმე დღეებში დატოვოს დაწესებულება და ეს დრო შვილთან ერთად გაატაროს. აღნიშნული ხელს უწყობს ბავშვის გარემოსთან ადაპტაციას და დედასთან განშორების სტრესის შემცირებას.

კახა კახიშვილმა ახალი პროექტის შესახებაც ისაუბრა, რომელიც 14-დან 21 წლამდე ასაკის მსჯავრდებულთათვის ცალკე დაწესებულების აშენებას ითვალისწინებს. პროექტი ევროკავშირის რეკომენდაციითა და მათი მხარდაჭერით განხორციელდება.

კომიტეტის სხდომაზე, სადაც თავიანთი უწყებების სამომავლო პროგრამები სხვა მინისტრობის კანდიდატებმაც წარადგინეს, კახა კახიშვილმა დეპუტატების კითხვებსაც უპასუხა, რომელიც სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტის გაძლიერებას შეეხებოდა.

იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საპროცედურო საკითხთა და წესების, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებმა ხმათა უმრავლესობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ ნდობის გამოცხადებისთვის წარდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას მხარი დაუჭირეს.










FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა