თბილისში, შარტავას ქუჩაზე 16 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს.
შემთხვევის ადგილას, სადაც კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, ცხედარი ნაგებობის წინ ორმოში, მუშებმა იპოვეს.
როგორც ცნობილია, გოგონას ოჯახის წევრები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

















