უზენაეს სასამართლოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის საქმის განხილვა იწყება.
კოლეგია დღეს ტელეკომპანიის ადვოკატების სარჩელს განიხილავს, რომლის მიხედვითაც „რუსთავი 2“-ის იურისტები უზენაესი სასამართლოს მიერ სააპელაციოს გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ქვედა ინსტანციაში დაბრუნებას მოითხოვენ.
აღსანიშნავია, რომ „რუსთვაი 2“-ის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად სხდომა დახურული იქნება და მას მხარეები არ დაესწრებიან.
სხდომის დაწყების დრო ჯერ-ჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

















