ქუთაისში, „მოსწავლე ახალგაზრდობის“ პარკის მიმდებარე ტერიტორიასთან, ერთ-ერთ საცხობში
გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, საცხობში, სადაც მამაკაცი მუშაობდა ბუნებრივმა აირმა გაჟონა და გარდაცვალების მიზეზი ეს გახდა.
სავარაუდოდ, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობასი იმყოფებოდა.
ამ დროისთვის გარდაცვლილი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.

















