logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
ადამიანის უფლებათა ცენტრმა კლინიკა „ლანცეტის“ წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა
ადამიანის უფლებათა ცენტრმა კლინიკა „ლანცეტის“ წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა
16:35 17.11.2016
ადამიანის უფლებათა ცენტრმა კლინიკა „ლანცეტში“ ღვიძლის ტრანსპლანტაციის შედეგად გარდაცვლილი მოქალაქეების საქმეებთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა. შესაბამის საკითხზე განცხადებას ცენტრი ხვალ სპეციალურად დაგეგმილ კონფერენციაზე გააკეთებს.
„16 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრმა სარჩელი შეიტანა სასამართლოში მოქალაქე გიორგი ჩუბინიძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით.
ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია დარღვევების კასკადით, რამაც გამოიწვია კლინიკა „ლანცეტში“ მოთავსებული მოქალაქეების გარდაცვალება. საავადმყოფოში შეყვანიდან მოქალაქეთა გარდაცვალებამდე ჩატარებული მკურნალობა და სამედიცინო მანიპულაციების მთელი ისტორია წარმოებულია კანონმდებლობის სრული უგულებელყოფით, რასაც სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოც ადასტურებს. ექიმებს, რომლებმაც ჩაატარეს ოპერაცია, არ ჰქონდათ ღვიძლის ტერანსპლანტაციისათვის საჭირო ლიცენზია და დაცული არ იყო ყველა ის პროცედურა, რაც ტრანსპლანტაციისთვის არის საჭირო.
გიორგი ჩუბინიძემ 2016 წლის 12 თებერვალს ღვიძლის პრობლემით მიმართა კლინიკა „ლანცეტს“, სადაც უფასო კონსულტაციებს უცხოელი ექიმები ატარებდნენ. გასაუბრების შემდეგ, ექიმმა მირჯალარ კიარიმიმ მას განუცხადა, რომ სასწრაფოდ უნდა ჩატარებულიყო ოპერაცია, რადგან ღვიძლის კარის ვენაში თრომბი დადგინდა.
ღვიძლის პრობლემა გიორგი ჩუბინიძეს 7 წელი აწუხებდა. 2014 წელს მას ესპანეთში ჩაუტარდა სრულყოფილი გამოკვლევები და დაუდგინდა ღვიძლის ცეროზი. განმეორებით გამოკვლევებზე ესპანეთში ჩავიდა 2015 წელს. ვინაიდან ამ დროის განმავლობაში მდგომარეობა არ შეცვლილა და სტაბილური იყო, მას განუმარტეს, რომ 6 თვის განმავლობაში არანაირი სამედიცინო ჩარევა აღარ იყო საჭირო. კლინიკა „ლანცეტში“ კი ექიმები არწმუნებდნენ, რომ ფიქრისა და ესპანეთში კიდევ ერთხელ გადაფრენის დრო აღარ ჰქონდა, რადგან აუცილებელი იყო სასწრაფო ქირურგიული ჩარევა.
ოჯახს ოპერაციისთვის საჭირო თანხა, კერძოდ კი, 40 000 აშშ დოლარი არ ჰქონდა, მაგრამ კლინიკაში განუმარტეს, რომ მათ „შეღავათს გაუკეთებდნენ“. 2016 წლის 7 მარტს, გიორგი ჩუბინიძეს სანოტარო წესით გააფორმებინეს ვალის აღიარების ხელშეკრულება, სადაც აღნიშნულია, რომ მან ყოველგვარი ძალდატანების გარეშე აღიარა, რომ ნამდვილად აქვს გიორგი არჩვაძის ვალი 40 000 აშშ დოლარის ოდენობით. ვალის აღიარების ხელშეკრულებაში საერთოდ არ არის მოხსენებული კლინიკა „ლანცეტი“ და არც ვალის დანიშნულება. არ არის აღნიშნული, რომ გიორგი არჩვაძე კლინიკის თანამშრომელია. გაუგებარია, რატომ დასჭირდა კლინიკას მსგავსი შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება?!
საინტერესო დეტალი: „სასწრაფო ოპერაციისათვის“ პალატაში შეყვანილ გიორგი ჩუბინიძეს გადასხმის აპარატი მოუხსნეს და 22:00 საათზე ნოტარიუსთან გადაიყვანეს სესხის გასაფორმებლად. დილით კი ჩაუტარეს ღვიძლის ტრანსპლატაცია. ოპერაციიდან მეხუთე დღეს მისი მდგომარეობა გართულდა, დაეწყო სისხლდენა და შეუშუპდა სახე, რის შედეგადაც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
ოპერაციამდე გიორგი ჩუბინიძეს ძვირადღირებული ანალიზებიც ააღებინეს, რამდენიმე ნიმუში გერმანიაშიც გადაგზავნეს, მაგრამ პასუხებს არ დაელოდნენ, რაზეც ექიმმა აღნიშნა, რომ საჭირო არ იყო ანალიზის პასუხისთვის დალოდება”-აცხადებენ კომპანიაში.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს:
შესაბამისმა უწყებებმა შეისწავლონ კლინიკა „ლანცეტის“ საქმიანობა და პასუხისმგებლობა დაეკისროს არა მხოლოდ იმ ექიმებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ღვიძლის ტერანსპლანტაციის პროცესში, არამედ მთლიანად სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ბოლო პერიოდში მსგავსი ფაქტი არაერთხელ განმეორდა.
სამედიცინო პერსონალს, რომლებმაც მონაწილეობდნენ გიორგი ჩუბინიძის საქმეში, სამუდამოდ ჩამოერთვათ საქმიანობის ლიცენზია, კლინიკა „ლანცეტს“ კი აეკრძალოს ტრანსპლანტაციის ოპერაციების წარმოება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა