სუიციდის ფაქტი ზუგდიდში -15 წლის გოგონამ თავი ჩამოიხრჩო.
გარდაცვლილის ცხედარი დღეს დილით ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვნეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესს“ განუცხადეს, თვითმკვლელობის მიზეზის დასადგენად საგამოძიებო ქმედებები მიმდინარეობს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით გრძელდება, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

















