საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“ და „ყაზბეგში“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის
საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი (574 კაფსულა) მედიკამენტი და ნარკოტიკული ნივთიერება ,,მარიხუანა“ (3,95 გრ.) აღმოაჩინეს.
საქმეთა მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.

















