logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
პრეზიდენტის მხარე - ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით, სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს
პრეზიდენტის მხარე - ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით, სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს
12:53 15.06.2012
თბილისის სააპელაციო სასამართლოში კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებული სარჩელის  განხილვა 21 ივნისისთვის გადაიდო.
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა შალვა თადუმაძემ, ალექსანდრე ბარამიძემ, არჩილ კბილაშვილმა და ზაქარია ქუცნაშვილმა სხდომაზე თავისი მოსაზრებები დააფიქსირეს და აღნიშნეს, რომ საქალაქო სასამართლოს 2011 წლის გადაწყვეტილება - ივანიშვილის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ბრძანების კანონიერად ცნობის თაობაზე, უკანონოა და სააპელაციო სასამართლოს მისი გაუქმება შეუძლია.
როგორც პროცესზე ბარამიძემ აღნიშნა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში რამდენიმე საპროცესო დარღვევაა და „მოქალაქეობის შესახებ“ კანონის მიმართ ზერელე დამოკიდებულება დაფიქსირდა.
„კანონის მოთხოვნაა, რომ თვითნებური გადაწყვეტილებების მიღების თავიდან ასაცილებლად ნებისმიერი გადაწყვეტილება დასაბუთებელი იყოს. პრეზიდენტმა, ასევე, გამოსცა უკანონო აქტი და არ ან ვერ დაასაბუთა ის“- განაცხადა სხდომაზე ბარამიძემ.
ადვოკატების მტკიცებით, მტკიცებულებებიდან ცალსახად ჩანს, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პირადი ინტერესები ჰქონდა ივანიშვილის მიმართ და სწორედ ამიტომ, მოქალაქეობის ჩამორთმევით, მას პირადად გაუსწორდა.
სხდომაზე თავისი მოსაზრებები მოპასუხე მხარემ - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს წარმომადგენელმა გიორგი გაბრიელაშვილმა და პრეზიდენტის წარმომადგენლებმა ნანა ქოიავამ და თინათინ სირაძემაც დააფიქსირეს და აღნიშნეს, რომ აპელანტის ლოგიკა კანონის ფარგლებს სცილდება. მათი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი მოქმდებედა კანონით მკვეთრად განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. პრეზიდენტის მხარის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილის განცხადებით, სხდომა 21 ივნისს 10.00 საათიდან მტკიცებულებების განხილვით დაიწყება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა