თბილისში ხუდადოვის ქუჩაზე „გარდენია შევარდნაძის“ საწყობის ნაწილი დაიწვა.
ასევე დაიწვა ერთ - ერთი მაცხოვრებლის საცხოვრებელი სახლის დამხმარე შენობა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.
დამწვარი ფართების მეპატრონეების განცხადებით, ზარალი უმნიშვნელოა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

















