რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 49 წლის ალექსანდრე
დოთიაშვილი დააკავეს.
ოჯახის წევრების განცხადებით, დოთიაშვილი ტყეში შეშის მოსატანად იყო წასული.
ქართველმა სამართალდამცავებმა დღეს დილით ოჯახს აცნობეს, რომ ალექსანდრე დოთიაშვილი ცხინვალის იზოლატორში იმყოფება.
„ტყეში წავიდა და რომ აღარ დაბრუნდა ვიფიქრეთ, რომ წაიყვნეს. დილით შეგვატყობინეს, რომ ცხინვალში ყავთ გადაყვანილი. მეტი არაფერი ვიცით“-განაცხადა ახლობელმა.

















