თბილისის სააპელაციო სასამართლოში კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმებასთან დაკავშირებით, შეტანილი ერთ-ერთი
საჩივრის განხილვა დღეს განახლდება.
საქმე ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ბიძინა ივანიშილი სასამართლომ წინასაარჩევნოდ პოლიტიკური მიზნით, ამომრჩევლისთვის „გლობალ ტვ“-ს სატელიტური ანტენების უსასყიდლოდ გადაცემის გამო 126 220 190 ლარით დააჯარიმა, შესაბამისად ივანიშვილის ადვოკატებმა სააპელაციო სასამარლოს მიმართეს.
მოსამართლე ნათია ქუთათელაძემ გუშინდელ სხდომაზე ექსპერტიზა დანიშნა, რომლის შედეგად ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს უნდა დაედგინა მომგებიანი იყო თუ არა „გლობალ ტვ“-ს საქმიანობა.
დაცვის მხარემ გუშინდელ პროცესზე საქმის შეჩერებისა და საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გადაცემის შუამდგომლობა დააყენა, თუმცა, იგი არ დაკმაყოფილდა. მათ მოწმის სახით „გლობალ ტვ“-ს ფინანსური ექსპერტის გივი ლებანიძის დაკითხვაც მოითხოვეს, თუმცა, სასამართლომ არც ეს შუამდგომლობაც დააკმაყოფილა.
სხდომა 13:00 საათზე განახლდება.

















