კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
გარდაცვლილი 82 წლის მამაკაცია.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი გაუფრთხილებლობამ გამოიწვია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ნიუსპრესს“ განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ 115-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

















