„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" სისხლისა და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე თბილისისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოების პროცესების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციას ხვალ, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გამართავენ.
მონიტორინგს „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი" ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების” პროექტის ფარგლებში ახორციელებს.
პროექტის მიზანია, სასამართლო სხდომის დარბაზში პროცესის მიმდინარეობაზე დაკვირვებით და მასზე ანაგრიშების გამოქვეყნებით, სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა, ეფექტიანობა და ხელმისაწვდომობა გაზარდოს.

















