პოლიტიკური გაერთიანება ,,სახელმწიფო ხალხისთვის’’ და მისი ლიდერი პაატა ბურჭულაძე კიდევ ერთ
სკანდალში ეხვევა.
როგორც ირკვევა, პოლიტიკური გაერთიანების ცენტრალური ოფისიდან პარტიის წევრებმა ავეჯი გაიტანეს, ხოლო საიჯარო თანხა ორი თვეა არ გადაუხდიათ.
ფართის მფლობელი კომპანიის ადვოკატის გიორგი ყავლაშვილის განცხადებით, მიუხედავად წერილობით მიმართვისა, პარტიას 2 თვის განმავლობაში ცენტრალური ოფისის საიჯარო თანხა არ გადაუხდია.
გიორგი ყავლაშვილის თქმით სიტყვიერი შეთანხმების შედეგად მათ ფული დღეს უნდა გადეხადათ, თუმცა ადგილზე მისულებს ოფისიდან ავეჯი და ტექნიკური ინვენტარი წაღებული დახვდათ.
პოლიტიკურ პარტიაში ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.
კომპანია რეალინვესტის ადვოკატი საქმის სამართლებრივ რეჟიმში დარეგულირებას მოითხოვს.

















