წალენჯიხაში, ქალაქის ცენტრში მდებარე მერიის ყოფილ შენობას დღეს, გამთენიისას ცეცხლი
გაუჩნდა.
მერიის ყოფილ შენობაში, პირველ სართულზე, წყალმომარაგეობის სამსახური და სხვადასხვა კერძო ორგანიზაციები იყო განთავსებული. ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა მესამე სართული, ჩაინგრა სახურავი. დაზიანდა მეორე სართულიც.
შემთხვევის ადგილას რეგიონის სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული. ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია.
ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად, გაუმართავი ელექტროსადენები სახელდება.
სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

















