კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ალექსანდრე ბარამიძე მიიჩნევს, რომ დადგენილება, რომელსაც საქალაქო სასამართლო
ივანიშვილის საქმეზე გამოიტანს, არასამართლიანი იქნება.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო ივანიშვილის წინააღმდეგ კონტროლის პალატის მიერ შედგენილი სამართალდარღვევათა ოქმის განხილვას აგრძელებს.
როგორც ბარამიძემ „ნიუსპრესს“ განუცხადა, ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება, რაც შეიძლება სასამართლომ გამოიტანოს, ორივე საქმზე ივანიშვილის 150 მლნ ლარიანი ჯარიმა იქნება.
მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება, თუმცა, იგი სიმართლის პოვნას არც სააპელაციო სასამართლოსგან ელის. ამ შეთხვევაში საქმეს სტრასბურგის სასამაღლოში გაასაჩივრებენ.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოა კონტროლის პალატის შუამდგომლობები და რასაკვირველიამ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს. რას იზამს სასამართლო, რომლის მდგომარეობა საყოველთაოდ ცნობილია, არ ვიცი“- განუცხადა „ნიუსპრეს“ ბარამიძემ.
მისივე ინფორმაციით, პროცესმა შუამდგომლობების ეტაპი უკვე გაიარა, დღეს კი, დასკვნითი სიტყვები და პაექრობაა, ამის შემდეგ კი, სასამართლო გადაწვყეტილებას გამოიტანს.
კონტროლის პალატა ბიძინა ივანიშვილს ბრალს სდებს, წინასაარჩევნოდ პოლიტიკური მიზნით, ამომრჩევლისთვის ,,გლობალ ტვ“-ს ანტენების უსასყიდლოდ გადაცემაში.
დღესვე, გაგრძელდება მეორე საქმის განხილვას, რომელშიც პალატა ივანიშვილს კომპანიების „ბურჯის“ და ,,ელიტა ბურჯის“ რესურსების გამოყენებას, კერძოდ, 239 ერთეული სხვადასხვა კლასის ავტომანქანით შეღავათიან ფასებში მომსახურებას ედავება.
ადვოკატების მტკიცებით, კონტროლის პალატის ბრალდება, თითქოს, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური მიზნებისთვის სხვადასხვა კომპანიის რესურსს იყენებს, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მათივე თქმით, ივანიშვილმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

















