პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტი, საჩხერის მკვიდრი გიორგი აბრამაშვილი დღეს, 16:00 საათზე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობა „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ავრცელებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, გიორგი აბრამიშვილი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
ოჯახის ადვოკატი მალხაზ ქავთარაძე დაკავებულის ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობს, თუმცა, უშედეგოდ.
„სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ პოლიციის პრესცენტრს დაკავებულის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის გახმაურებას სთხოვს.

















