გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში მდებარე ავტოსამრეცხაოში, სოფელ კოლაგის მკვიდრი 20 წლის
ახალგაზრდა, ნიკა ამისულაშვილი გარდაცვლილი იპოვეს.
ავტოსამრეცხაოში გარდაცვლილის პირველი სამუშაო დღე იყო.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი დენის დარტყმა გახდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ვერსიას ოფიციალურად არ ადასტურებენ და ექსპერტიზის პასუხებს ელიან.
როგორც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესს“ სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

















