საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი საკონსტიტუციო სასამართლოს
თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადებებს აფასებს და მიიჩნევს, რომ ისინი პროკურატურის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
როგორც ვოლსკი განმარტავს, პაპუაშვილს იმის დამტკიცება, რომ მასზე ან რომელიმე მოსამართლეზე ზეწოლა მიმდინარეობს გაუჭირდება.
“გიორგი პაპუაშვილი ახლა ცდილობს პროკურატურას მიაყენოს ჩრდილი და მისი დისკრედიტაცია მოახდინოს, რადგან ძალიან გაუჭირდება იმის დამტკიცება, რომ მასზე ან საკონსტიტუციო სასამართლოს რომელიმე მოსამართლეზე ზეწოლა ან შანტაჟი მიმდინარეობს. ასე რომ ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაც გარკვეულწილად ამ მიზანს ემსახურებოდა. მივიდეს საგამოძიებო სტრუქტურაში და თავისი ბრალდებები დაასაბუთოს“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი პაპუაშვილმა რამდენიმე დღის წინ განცხადება გააკეთა, რომელშიც აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლა და შანტაჟი ხორციელდება. აღნიშნულ საკითხზე ის პრეზიდენტსა და პრემიერს უკვე ესაუბრა.

















