logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ „მენეჯმენტ-სერვისის“ სასამართლოზე რამდენიმე საყურადღებო ფაქტი დააფიქსირა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ „მენეჯმენტ-სერვისის“ სასამართლოზე რამდენიმე საყურადღებო ფაქტი დააფიქსირა
19:45 08.06.2012
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ კომპანია „მენეჯმენტ-სერვისის“ სასამართლო სხდომის დეტალებს ავრცელებს.

როგორც ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, „მენეჯმენტ-სერვისმა“ კონტროლის პალატის გადაწყვეტილება, რომელმაც ის 476.619.51 ლარით დააჯარიმა, სასამართლოში გაასაჩივრა.

საქმეზე პირველი მოსმენა 28 მაისს გაიმართა. საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა განიხილა. განხილვას “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” იურისტი და სასამართლო მონიტორი ესწრებოდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე რამდენიმე საყურადღებო ფაქტი დაფიქსირდა. კერძოდ, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მოსამართლე ჩქარობდა და მიზნად ჰქონდა დასახული პროცესის 1 დღეში დასრულება. მოსარჩელე მხარის მიერ არაერთხელ დაყენებული შუამდგომლობა პროცესის გადადების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

ერთ-ერთ ძირითად სადაო საკითხს კომპანიის ოფისების გარემონტებული ფართი და მათზე გაწეული ხარჯი წარმოადგენდა. დაჯარიმებულმა „მენეჯმენტ სერვისმა” პროცესის 8 ივნისამდე გადადება ითხოვა, რათა დასრულებულიყო მიმდინარე ექსპერტიზა, რომელსაც კერძო ექსპერტიზის ბიურო ატარებდა. მიუხედავად ამისა, მოსამართლე გვრიტიშვილმა არ დააკმაყოფილა აღნიშნული შუამდგომლობა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეს უკვე ჰქონდა წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტები და ექსპერტიზა ახალ გარემოებას ვერ დაადასტურებდა. ასევე, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა შუამდგომლობა მოწმის სახით დაკითხულიყვნენ ოფისებში სარემონტო სამუშაოების მწარმოებლები. მოსარჩელე მხარემ ითხოვა პროცესის სულ მცირე 1 დღით გადადება, რათა მხარეს ჰქონოდა შესაძლებლობა, კონტროლის პალატის მიერ სხდომაზე წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის სხდომის ოქმს გაცნობოდა. 48 გვერდიანი დოკუმენტის გასაცნობად მოსამართლემ მხარეს მხოლოდ 1 საათი განუსაზღვრა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მოსამართლემ პროცესი დააჩქარა და მოსარჩელეს საბოლოო სიტყვისთვის 10 წუთი განუსაზღვრა, რის გამოც ”მენეჯმენტ სერვისის” ერთ-ერთ წარმომადგენელს, ეკა ბესელიას სიტყვის თქმის საშუალება არ მიეცა. მოსამართლის მტკიცებით, მიცემული ვადა კომპანიის მეორე წარმომადგენელმა - ალქსანდრე ბარამიძემ მთლიანად ამოწურა. „მენეჯმენტ სერვისის“ სარჩელი კი, არ დაკმაყოფილდა.

მოსარჩელის წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი გაასაჩივრებენ გადაწყვეტილებას, რამდენადაც “მენეჯმენტ სერვისს” არ შეუძლია მსგავსი ოდენობის ჯარიმის გადახდა და მას გაკოტრება ემუქრება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აღნიშნავს, რომ დროულობის პრინციპი მართლმსაჯულების განხორციელებისას უმნიშვნელოვანესია, თუმცა აუცილებელია, სასამართლო გადაწყვეტილება გამოტანილი იქნას საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური შესწავლის შედეგად. მოცემულ შემთხვევაში, კი მიღებული გადაწყვეტილების სამართლიანობის შეფასება რთულია, რამდენადაც საქმის დაჩქარებულ ვადებში განხილვის გამო, სადაო გარემოებების ყოველმხრივი და სრული გამოკვლევა ვერ მოხერხდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აგრძელებს მონიტორინგს და იმედოვნებს, რომ შემდგომ ინსტანციებში საქმის განხილვა უფრო საფუძვლიანად მოხდება, რაც ნაკლებ კითხვის ნიშნებს დატოვებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა