logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
საიამ ივანიშვილის საქმეზე გამართულ სასამართლო სხდომებზე დარღვევები დააფიქსირა
საიამ ივანიშვილის საქმეზე გამართულ სასამართლო სხდომებზე დარღვევები დააფიქსირა
18:16 08.06.2012
საქართველოს ახალგაზარდა იურისტთა ასოციაციამ დღეს საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომებზე, რომლებზეც კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიმართ შედგენილ სამართალდარღვევათა ოქმს განიხილავდნენ, დარღვევები დააფქსირა.
აღნიშნულ პროცესებს საიას იურისტი ლელა ტალიური აკვირდებოდა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა დაცვის მხარისთვის სათანადო მომზადებისთვის დროის არქონა იყო.
ტალიურის განმარტებით, ივანიშვილის წინააღმდეგ შედგენილია საკმაოდ სქელტანიანი, 600-გვერდიანი საქმე, რომელიც ადვოკატებს კონტროლის პალატის მიერ გუშინ ჩაბარდათ. ივანიშვილის ადვოკატებს კი, სასამართლოდან გუშინ საღამოს გაეგზავნათ უწყება, რომ პროცესები დღეს იყო ჩანიშნული.
„იმის მიუხედავად, რომ კანონმდებლობა დაცვის მხარისთვის სათანადო მომზადების საშუალებას ითვალსწინებს, რათა მათ ჰქონდეთ საკმარისი დრო მტკიცებულებების მომზადებლად, ადვოკატებს ამის საშუალება არ მიეცათ“-აღნიშნა საიას იურისტმა.
მისივე განცხადებით, ასევე კონტროლის პალატამ უნდა დაასაბუთოს, რამდენად არის საქმეში ჩართული კომპანიების მესაკუთრე ბიძინა ივანიშვილი, რასაც ამ ეტაპზე ვერ ასაბუთებს.
კონტროლის პალატის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მონიტორინგის სამსახური პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების“ მიერ კომპანიების - “ბურჯის”, “ელიტა ბურჯის” და “გლობალ კონსალტინგ გრუპის” ტექნიკური, პერსონალური და სხვა საშუალებების პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების საკითხს სწავლობდა. საუბარია ელექტორატისთვის მასობრივად და უსასყიდლოდ ათეულათასობით სატელიტური ანტენების დარიგების და 239 ერთეული სხვადასხვა კლასის ავტომანქანით შეღავათიანი მომსახურების ფაქტებზე.
კონტროლის პალატა აცხადებს, რომ მონიტორინგის პროცესში მოიპოვეს მტკიცებულებები, რომლებიც პოლიტიკური კოალიციის მიერ საარჩევნო და პოლიტიკური მიზნებისთვის ზემოაღნიშნული კომპანიების მომსახურების კანონსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტებს ადასტურებს.
პალატამ ფიზიკური პირი ბიძინა ივანიშვილი სამართალდარღვევის სუბიექტად განსაზღვრა და შესაბამისი ოქმი სასამართლოს გადაუგზავნა. სასამართლო პროცესი 11 ივნისიდან განახლდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა