ქუთაისში პოლიციის მე-4-ე განყოფილებაში ამ წუთებში ,,ქართული ოცნების“ აქტივისტების დაკითხვა მიმდინარეობს.
როგორც „ნიუსპრესის“ ქუთაისის „ბიუროს“ კორესპონდენტი იუწყება ,,ქართული ოცნების“ აქტივისტებს - გელა გაბადაძეს, მიშა ხეცურიანს, კობა ჯაბუას, ზაზა ელჩიბეგოვს, ნინო და ნანა ყურუებს მოწმის სტატუსით კითხავენ.
კოალიციის აქტივისტებს გამოძება ამომრჩევლების მოსყიდვას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ სამ წლადმე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ქუთაისში გუშინ, დაკითხის შემდეგ, კოალიციის სამი აქტივისტი დააკავეს და დღეს მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

















