ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში, კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სასამართლო იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხს განიხილავს, რომლებსაც გამოძიებამ ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით ბრალი გუშინ წაუყენა. გრიგოლ ამბროლაძეს, მიხეილ მესხსა და მიხეილ ამაშუკელს 164 პრიმა მუხლით (ამომრჩევლის მოსყიდვა) გაასამართლებენ.
სასამართლო პროცესზე კოალიციიდან ადვოკატი ეკა ბესელია, ელისო ჩაფიძე და გუგული მაღრაძე იმყოფებიან.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების დაკითხვა დღესაც გაგრძელდება. ძალოვნების შეკითხვებს, ის პირები უპასუხებენ, რომლებიც გუშინ უნდა დაეკითხათ, თუმცა პროცესი 22:00 საათის შემდეგ შეწყდა.
სამართალდამცავებს გუშინ კოალიციის ქუთაისის ოფისის მენეჯერი გელა გაბადაძე, ასევე, კოალიციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები დები - ნინო და ნანა ყურუები უნდა დაეკითხათ.
რომ „ქართული ოცნების“ წარმოადგენელთა დაკითხვა ქუთაისში 6 მაისს, ღამით დაიწყო. ქუთაისის გარდა, დაკითხვაზე ზესტაფონისა და წყალტუბოს ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაიბარეს. გამოძიება „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობას ედავება.

















