სპეცოპერაციის შედეგად, საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.
ინტერპოლმა და ევროპელმა სამართალდამცავებმა ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად 21
ადამიანი დააკავეს.
დაკავებულთა შორის საქართველოს და სომხეთის მოქალაქეებიც არიან.
წინასწარი ინფორმაციით, კრიმინალურ დაჯგუფებას კანონიერი ქურდი ხელმძღვანელობდა და საფრანგეთსა და ბელგიაში მოქმედებდა.
დაკავებულებს ბრალად საფრანგეთი-ბელგიის საზღვართან დიდი რაოდენობით ოქროსა და საიუველირო ნაწარმის ქურდობა ედებათ.

















