სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი
კომისიის შეკრებაზე 70 პრობაციონერისთვის პირობითი მსჯავრის გაუქმების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
კომისიის წევრებმა იმ მსჯავრდებულთა განცხადებები განიხილეს, რომელთაც გამოსაცდელი ვადის არანაკლებ ნახევარი აქვთ მოხდილი.
"საკითხის გადაწყვეტის დროს ყურადღება ინდივიდუალური მიდგომის შედეგად გამოვლენილ რისკ-ფაქტორებს მიექცა"- ნათქვამია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ოფიციალურ წერილში.
მათივე ინფორმაციით კომისიის შემადგენლობაში სამინისტროს ცენტრალური აპარატის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შედიან.
კომისია 5 წევრისაგან შედგება და ისინი პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლეობის მოხსნის საკითხს სასამართლო რგოლის გარეშე წყვეტენ. კომისიის სხდომა კი თვეში ერთხელ გაიმართება.
პროექტი პრობაციის ეროვნულ სააგენტოში დანერგილი ინდივიდუალური მიდგომის რეფორმის ფარგლებში განხორციელდა.

















