არასრულწლოვან პატიმართა დაწესებულებას დღეს სხვადასხვა ჟანრის წიგნები გადასცეს.
აქცია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ხელშეწყობით და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის პროექტ „წიგნების თაობის“ მონაწილე სტუდენტთა ჯგუფის ინიციატივით განხორციელდა.
მსჯავრდებულებს შეხვდნენ მწერლები დავით-დეფი გოგიბედაშვილი და ზაალ ჩხეიძე, მათ მოზარდებისთვის საინტერესო თემებზე ისაუბრეს.
სამინისტროს ინფორმაციით, აქცია არასრულწლოვან მსჯავრდებულთა განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობას ემსახურებოდა.

















