თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა მიმდინარეობს.
როგორც „ნიუსპრესს“ საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, მსაჯულთა შერჩევა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდების საქმეზე მიმდინარეობს.
სასამართლოს ინფორმაციით, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომაზე გამოცხადებულ კანდიდატთაგან, მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით 12 ნაფიცი მსაჯული და სათადარიგო მსაჯულები შეირჩევა, რომლებიც საქმის არსებით განხილვაში უშუალოდ ჩაერთვებიან და გამამართლებელ ან გამამტყუნებელ ვერდიქტს გამოიტანენ.
ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა კონფიდენციალურია. მათი უსაფრთხოების მიზნით, სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირებს და პროცესის მონაწილეებს მსაჯულთა ვინაობის გამხელა ეკრძალებათ.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შემადგენლობით სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვის თარიღი სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

















