შეზღუდული შესაძლებლობების არასრულწლოვანი მსჯავრდებული სანდრო სარდარიანი გათავისუფლებულია და მისი ფსიქიატრიული მკურნალობის ხარჯებს ჯანდაცვის სამინისტრო დაფარავს.
ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ გასული თვეების განმავლობაში სანდრო სარდარიანის მხრიდან არაერთი ძალადობრივი ხასიათის ქმედება დაფიქსირდა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სარდარიანი იყო არასწრულწლოვანი და იმყოფებოდა აღრიცხვაზე ,,თბილისის ა.გოცირიძის სახელობის ფსიქონევროლგიურ დისპანსერში'', მის მიმართ სისიხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ მას აღმკვეთი ღონისძიება არ შეფარდებია და იგი მის მშობელს ევგენია ნადრიანს გადაეცა.
„სამწუხაროდ სანდრო სარდარიანის მხრიდან, განმეორდა ხულიგნობა, რომელსაც თან ახლდა ძალადობრივი ქმედებები. დანაშაულის ჩადენის ბოლო ფაქტის შემდეგ, საზოგადოების წევრების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება სამედიცინო ექსპერტიზისათვის წარდგენის მიზნით, დროებით სანდრო სარდიანისთვის შევგეზღუდა თავისუფლება“- ნათქვამია განცხადებაში.
პაროკურატურის ინფორმაციით, პარალელურად მიმართვა გაეგზავნა ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს, სამედიცინო ექსპერტიზის განხორციელებისათვის სათანადო ხარჯებისა და საექიმო პერსონალის გამოყოფის თაობაზე.
პროკურატურაში განმარტავენ, რომ ვინაიდან ჯანდაცვის სამინისტრომ პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღო ზემოაღნიშნული საკითხთან დაკავშირებით, პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების თავდებობით შეცვლის თაობაზე.
„ამჟამად არასრულწლოვანი გათავისუფლებულია, ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს სანდრო სარდარიანის ფსიქიატრიულ მკურნალობას და საკუთარ თავზე იღებს მკურნალობისთვის საჭირო ხარჯებს“ - აცხადებენ პროკურატურაში.
არასრულწლოვანი მსაჯავრდებულების გათავისუფლების მოთხოვნით დღეს იუსტიციის სამინისტოსთან უფლებადამცველთა აქცია გაიმართა.

















