ადვოკატი დიმიტრი გაბუნია „მერსედეს ბენცის“ საქართველოს წარმომადგენლობა შპს „აკაში“ მაკა ასათიანისთვის 20%-იანი წილის ჩამორთმევის ფაქტს ევროსასამართლოში გაასაჩივრებს.
როგორც „ნიუსპრესს“ გაბუნიამ განუცხადა, შპს „აკას“ 20%-იან წილს, მაკა ასათიანი დედასთან და დასთან ერთად ფლობდა.
„მაკა ასათიანისთვის 20%-იანი წილის ჩამორთმევის გადაწყვეტილების გამო, რამდენიმე დღეში სარჩელს შევიტანთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში“ - განაცხადა გაბუნიამ და აღნიშნა, რომ „მერსედეს ბენცი“ საქართველოში საქმიანობას მხოლოდ იმ შემთხვევაში გააგრძელებს თუ „აკას“ საკონტროლო პაკეტის მფლობელი მაკა ასათიანის ოჯახი იქნება.
ამასთან, როგორც ადვოკატმა განაცხადა, ასათიანისთვის ჩამორთმეული წილი ყოფილ პარტნიორ დავით ძოწენიძეს გადაეცა, რომელმაც, მისი თქმით, 16 წლის წინ, ეს წილი ნებაყოფლობით დათმო.

















