საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთობლივი პროექტის - „პატიმართა უფლებების გაუმჯობესება - ერთობლივი ადვოკატირება“ პირველი
ფაზის შემაჯამებელი შეხვედრა დღეს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ საია-დან აცნობეს, შეხვედრა მიზნად ისახავს როგორც პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების მიმოხილვას, ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციას.
შეხვედრაზე მიწვეულნი არიან საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები.

















