logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
საია ბიძინა გიორგობიანის დაჯარიმებას უკანონოდ მიიჩნევს
საია ბიძინა გიორგობიანის დაჯარიმებას უკანონოდ მიიჩნევს
18:34 30.05.2012
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ფონდ „ქომაგის“ ანგარიშზე  შემომწირავი ბიძინა გიორგობიანის დაჯარიმების ფაქტს უკანონოდ მიიჩნევს.
საიაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნულ საქმეზე კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახური „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებს გასცდა და მისი გადაწყვეტილება ბიძინა გიორგობიანის დაჯარიმების თაობაზე უკანონო და დაუსაბუთებელია.
საიაში აცხადებენ, რომ ჯერ კიდევ 2012 წლის 18 მაისს კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახური აცხადებდა, რომ ბიძინა გიორგობიანი იყო საქართველოს „კონსერვატიული პარტიის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანი, იმავდროულად იყო პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი. კონტროლის პალატისვე საჯარო განცხადებებით, იგი მჭიდროდ იყო დაკავშირებული „ქართული ოცნების“ გეგმებთან.
„როგორც 18 მაისის განცხადებიდან ირკვევა, იმავე დღეს, ანუ 2012 წლის 18 მაისს მონიტორინგის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება დაეყადაღებინა საქველმოქმედო ფონდის „ქომაგის“ ანგარიშები და განეხორციელებინა ფონდის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი. აღნიშნული კი იმას გულისხმობდა, რომ 18 მაისს მონიტორინგის სამსახურმა საკუთარი გადაწყვეტილებით ფონდი „ქომაგი“ განსაზღვრული მონიტორინგის სუბიექტად ცნო, რაც ფონდისთვის დადგენილი შეზღუდვების გავრცელებას გულისხმობდა“- აცხადებენ საიაში და ხაზს უსვან იმ გარემოებას, რომ გიორგობიანი გამორიცხავს განხორციელებული ტრანზაქციის პოლიტიკურ შინაარსს და აცხადებს, რომ ის არ არის არც საქართველოს „კონვერვატიული პარტიის“ საერთაშორისო მდივანი და არც პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი. ასევე, გიორგობიანი განმარტავს, რომ ის არ არის საქართველოს მოქალაქე და შესაბამისად არ ირიცხება რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრად საქართველოში.
საია-ს ცნობით, გარდა ამისა, მონიტორინგის სამსახურის განცხადებით, ბიძინა გიორგობიანმა შემოწირულება 2012 წლის 10 მაისს განახორციელა, ხოლო გადაწყვეტილება საქველმოქმედო ფონდი „ქომაგის“ ანგარიშების დაყადაღების და ფონდის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის თაობაზე მონიტორინგის სამსახურმა მხოლოდ 2012 წლის 18 მაისს მიიღო. შესაბამისად, მონიტორინგის სამსახური ვალდებულია დაამტკიცოს, რომ ჯერ კიდევ 10 მაისს ბიძინა გიორგობიანისთვის ცნობილი იყო ფონდი „ქომაგის“ მონიტორინგის სუბიექტად მიჩნევის და შესაბამისად, მასზე პარტიებისთვის დადგენილი შეზღუდვების გავრცელების თაობაზე.
საიაში აცხადებენ, რომ პირველი საჯარო განცხადება ფონდი ,,ქომაგის“ დაარსებასა და მისი საქმიანობის მიზნებთან დაკავშირებით მონიტორინგის სამსახურმა მხოლოდ 10 მაისის შემდეგ, 14 მაისს გააკეთა. შესაბამისად, ბიძინა გიორგობიანისთვის შეუძლებელი იყო იმის ცოდნა, რომ 10 მაისს ის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებს არღვევდა.
„ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ დადგენილება ბიძინა გიორგობიანის დაჯარიმების თაობაზე არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს“- აცხადებენ საიაში.
2012 წლის 28 მაისს ბიძინა გიორგობიანი„ფონდი ქომაგის“ ანგარიშზე განხორციელებული შემოწირულობის ათმაგი ოდენობით დაჯარიმდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა