პარტია „მომავალი საქართველოს“ და პატიმართა ოჯახის წევრებმა დღეს, უზენაეს სასამართლოსთან უკანონო პატიმართა მხარდამჭერი აქცია გაიმართეს.
როგორც „მომავალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ლაღიძემ „ნიუსპრესს“ განუცხადა, აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა სასამართლოს ობიექტურობა და თავისუფლებაა.
მისივე განცხადებით, სასამართლომ, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ფუნქცია ფაქტიურად დაკარგა.
„ვარდების რევოლუციის შემდეგ, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი არათუ გაიზარდა, არამედ, პირიქით მოხდა, სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა სასამართლოს სრული მონოპოლიზაცია მოახდინა და შედეგად დამონებული სასამართლო მივიღეთ“ - განაცხადა ლაღიძემ და აღნიშნა, რომ დღევანდელი აქცია გამაფრთხილებელი ხასიათისაა და იგეგმება აქციათა ციკლის გამართვა.
მისი თქმით, აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ სასამართლო „სააკაშვილის კლანჭებიდან“ არ გათავისუფლდება.

















