სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ დღეს რუსთავის №17 დაწესებულებასთან
არსებული საზოგადოებრივი მისაღების მშენებლობა დაათვალიერა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, ახალ საზოგადოებრივ მისაღებში მნახველებისთვის კომფორტული გარემო შეიქმნება, პროცედურული საკითხები გამარტივდება, სწრაფი, სრულყოფილი და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისი ამოქმედდება.
მათი თქმით, საზოგადოებრივ მისაღებში მსჯავრდებულების პაემანზე წინასწარი რეგისტრაცია, საჭირო ინფორმაციის და კონსულტაციის მიღება, ასევე განცხადების ჩაბარება შეეძლებათ.
დამატებითი სერვისის სახით კი, მნახველები უფასო იურიდიულ კონსულტაციას მიიღებენ.
საზოგადოებრივი მისაღების მშენებლობა ქსნის №15 და რუსთავის №16 დაწესებულებებში მიმდინარეობს.
პირველი საზოგადოებრივი მისაღები გლდანის №8 და №18 დაწესებულებებთან უკვე მოქმედებს.

















