logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
მსჯავრდებულ პეტრე ოვანოვის საქმესთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი
მსჯავრდებულ პეტრე ოვანოვის საქმესთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი
10:45 30.05.2012
მსჯავრდებული პეტრე ოვანოვის საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებრვი მოძრაობა „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ დამატებით ცნობებს ავრცელებს.
როგორც „ნიუსპრესს“ საზოგადოებრივი მოძრაობიდან აცნობეს, მას შემდეგ, რაც მედიის საშუალებით საჯარო გახდა მსჯავრდებული პეტრე ოვანოვის მიმართ #15 სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან მისი გაუპატიურების ფაქტი, მსჯავრდებულმა რამდენიმე საათის შემდეგ ადვოკატს დაურეკა და სთხოვა, რომ ყველა სახის მოქმედება შეეჩერებინა, რაც მათ მიერ იყო შეთანხმებული.
„მსჯავრდებული ასევე ორჯერ მოინახულეს სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ. აღნიშნულის შემდგომ ადვოკატმა ვლადიმერ მაჭარაშვილმა კიდევ ერთხელ მოინახულა მსჯავრდებული ოვანოვი, რომელსაც კვლავ არ უარყვია მის მიმართ მომხდარი ფაქტის შესახებ. თუმცა, იმის გამო, რომ იმყოფება იმავე დაწესებულებაში, რომლის ხელმძღვანელი პირებიც დაადანაშაულა მის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ დანაშაულში, ბუნებრივია მისი თავისუფლად აზრის გამოხატვა მინიმუმ შეზღუდულია“- აცხადებს „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“.
მათივე ცნობით, ადვოკატი მაჭარაშვილი აცხადებს, რომ მსჯავრდებული პეტრე ოვანოვი ადმინისტრაციის მიერ ძლიერი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშაა და სანამ იგი გადაყვანილი არ იქნება სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მსჯავრდებული თავისუფლად ამ თემაზე ვერ ისაუბრებს.
საზოგადოებრივ მოძრაობაში აცხადებენ, რომ მსჯავრდებულ ოვანოვის სხვა დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე უკვე გაკეთდა მიმართვა ადვოკატ მაჭარაშვილის მხრიდან საჯელაღსრულების მინისტრის და სახალხო დამცველის სახელზე. თუმცა, ამ დრომდე ოვანოვი კვლავ იმავე დაწესებულებაში რჩება.
მათივე ცნობით, აღნიშნულ ფაქტებზე დაწყებულია გამოძიება და იგეგმება მსჯავრდებულ ოვანოვის დაკითხვა, თუმცა, შეუძლებელია ობიექტური ჩვენების მიცემა მსჯავრდებულ ოვანოვის მხრიდან ვიდრე მას სხვა დაწესებულებაში არ გადაიყვანენ.
როგორც ცნობილია, პეტრე ოვანოვის მეგობარმა ყოფილმა პატიმარმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, ადვოკატ ეკა ბესელიას, საადვოკატო ბიუროში ოვანოვის ხელნაწერი მიუტანა.
წერილში ოვანოვი ქსნის მე-15-ე დახურული ტიპის დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან მასზე განხორციელებულ ფიზიკურ, მორალურ ზეწოლასა და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს. კონკრეტულად კი, წერილის თანახმად, ოვანოვის თქმით, მიმდინარე წლის 24 თებერვალს, სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებმა ის გააუპატიურეს, სასტიკად სცემეს და დაემუქრნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეს ამბავი გახმაურდებოდა, მისი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდებოდა. მსჯავრდებული წერილში დახმარებას ითხოვს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა