საქართველოში ოფიციალური ვიზიტით თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი იდრსი ნაიმ შაჰინი იმყოფება.
დღეს ის ქართველ კოლეგას - ვანო მერაბიშვილს შეხვდა.
მინისტრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა დაათვალიერეს, მოგვიანებით კი ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
თურქეთის შსს სამინისტროს დელეგაციაში მინისტრის გარდა მისი მოადგილე, ჟანდარმერიის გენერალური სარდლობის გენშტაბის ხელმძღვანელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივანი და უსაფრთხოების გენერალური დირექტორატის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თავმჯდომარე არიან.
სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დელეგაციის წევრები პირადად გაეცნობიან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებულ რეფორმებს. ვიზიტის ფარგლებში თურქეთის დელეგაციის წევრები ეწვევიან პოლიციის აკადემიას, მომსახურების სააგენტოს და პოლიციის ახლად აშენებულ შენობებს მოინახულებენ .

















