პოლიციის თანამშრომლებმა ქუთაისში რამდენიმე მოქალაქე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, საპატრულო პოლიციამ გელათის
ქუჩაზე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მოძრავი ორი ავტომანქანა გააჩეერა.
მათი განმარტებით, ინსპექტორის მიერ საჯარიმო ქვითრის გამოწერის დროს, ავტომანქანაში მსხდომმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციის თანამშრომელს, არ დაემორჩილნენ მის კანონიერ მოთხოვნას და გაუწიეს წინააღმდეგობა, რის საფუძველზე ავტომანქანაში მსხდომები დააკავეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, დავით ახრახაძე, რევაზ კაკაბაძე, გოჩა ბაძგარაძე, ირაკლი ბერაია, ნუგზარ მოდებაძე, ლია გამრეკელი და მაია მახაშვილი დააჯარიმა ოთხას-ოთხასი ლარით, ხოლო ირაკლი დუნდუას ოთხი დღით პატიმრობა მიუსაჯა, ირაკლი ჩანტლაძეს და მანუჩარ ახვლედიანს კი - 5 დღით.

















