„ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე კომპანიის დასაბრუნებლად იბრძოლებს.
როგორც საპატიმროდან ახლადგათავისუფლებულმა ქოქოლაძემ „ნიუსპრესს“ განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით სარჩელი სტრასბუგის სასამართლოშია შეტანილი.
მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს საჩივარი ჯერჯერობით წარმოებაში არ მიუღია.
ქოქოლაძემ აღნიშნა, რომ ევროპულ სასამართლოში საქმე 2011 წლის სექტემბერში შეიტანეს, სასამართლოს კი სარჩელის მისაღებად ერთ წლიანი ვადა აქვს.
„ჯერჯერობით, ერთ-ერთი საშუალება კომპანიის დასაბრუნებლად ეს არის. თუმცა ყველა საშუალებას, რაც კანონის ფარგლებში არსებობს - გამოვიყენებ“- აღნიშნა ქოქოლაძემ „ნიუსპრესთან“ საუბრისას.
ანზორ ქოქოლაძე 2010 წლის აგვისტოში დააპატიმრეს. მას ბრალად თაღლითობა და დოკუმენტაციის გაყალბების წაქეზება დაედო. საქალაქო სასამართლომ 2011 წლის აპრილში ქოქოლაძეს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ანზორ ქოქოლაძე გუშინ პრეზიდენტმა შეიწყალა.

















